საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში, წიწვოვანი ტყეში ხანძარი 18 ოქტომბერს გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სოფელ იფხთან, დაახლოებით 5 კილომეტრში იყო და დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა. მათივე თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები დაგვიანებით, იმ დროს დაიწყო, როდესაც ცეცხლი უკვე გაძლიერებული იყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ხანძრის დასდახლებულ პუნქტებამდე გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავდა.