weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ხორხის ხეობაში ტყე იწვის

15:22 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში მეორე დღეა ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, იწვის ტყე და საძოვრები, ცეცხლი ფშავის სოფელ სწროფავისკენაც გადავიდა. ამ დროისთვის კვამლი სამ ადგილზე შენიშნება.

ხორხის ხეობაში ხანძრის ერთ-ერთი კერა ახლოსაა სოფელ უბანთან და სონდისველასთან. როგორც „რეგინფოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა, მეხანძრე მაშველები მუშაობენ იმისთვის, რომ ცეცხლი სახლებისკენ არ წავიდეს.

„იწვის ტყის საფარი და ხანძარი დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ერთი პერიოდი ხანძარი სწრაფად გავრცელდა, ახლა რა ვითარებაა, ამაზე ინფორმაციას მომაწვდიან. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული არიან მცხეთა-მთიანეთის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ასევე, დამხმარე ცოცხალი ძალა თბილისიდან. ვერტმფრენი არ მუშაობს, რადგან ამ მომენტში ამის საჭიროება არ დგას“, – აღნიშნა ზურაბ სეხნიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ხორხის ხეობაში ტყის ქვედა საფარი და მინდვრები იწვის. მათივე თქმით, ადგილზე ინდივიდუალური აღჭურვილობის გამოყენებით მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მეოთხე დღეა ხანძარია სვანეთში, სოფელ ლატალთან მდებარე ტყეშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]