„გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ძლიერი ქარის გამო დღეს, გამთენიისას, ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ გაჩნდა. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი“, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.
რაჭის გარდა, გუშინ ხანძრები გაჩნდა სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში, სადაც ცეცხლი მინდვრებზე იყო მოდებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საღამოსთვის, სამეგრელოში აქტიური 40 მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებული, ხოლო 2 ლოკალიზებული იყო. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.