დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის.
„ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ: „მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“.