„საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი, უკვე შეიქმნა ტყის მართვის ახალი პოლიტიკა და ამას სჭირდება განხორციელება. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ ახალი პოლიტიკის განხორციელება, ინვესტიციები სატყეო სექტორის გასავითარებლად და შესაბამისად, 2021-დან 2023 წლამდე საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს.
ეს გულისხმობს იმას, რომ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა, მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით, რაც უამრავ პრობლემასთან, რისკთან (მათ შორის, ჯანმრთელობის რისკთან) არის დაკავშირებული, აღარ იქნება და ჩვენ ადგილზე, თოთოეულ მუნიციპალიტეტში უნდა მივაწოდოთ მერქნული მასალა როგორც კერძო სექტორს, ბიზნესებს შემდგომი გადამუშავების მიზნით, ისე ჩვენს მოსახლეობას.
ასევე ჩნდება პირდაპირი წვდომა ტყის ნარჩენზე, რომელიც არის უნიკალური ბიომასა ალტერნატიული საწვავის გამოყენების კუთხით, მინიმუმ, მაგრამ სხვა მიზნებისთვისაც მას აქვს დიდი გამოყენების საშუალება.
„საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა უკვე დავიწყეთ, მაგრამ 2023 წლისთვის სრულად მოვახდენთ მოსახლეობის მომარაგებას მერქნული რესურსებით, ფაქტობრივად მათ საცხოვრებელ არეალთან ძალიან ახლოს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, გაძლიერდება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ამ თემაზე:
2023 წლიდან მოქალაქეები ტყეში საშეშე და სამასალე მერქანს ვეღარ მოჭრიან