weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2023 წლისთვის მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით აღარ იქნება – მინისტრი

12:07 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სატყეო სექტორის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შესვლა ხე-ტყის მოპოვების მიზნით აღარ შეეძლება. მინისტრის თქმით, მერქნულ რესურსს როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნესი „საქმიან ეზოებში“ მიიღებს, რომლებსაც სახელმწიფო მუნიციპალიტეტებში მოაწყობს. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, 2023 წლამდე 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

„საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი, უკვე შეიქმნა ტყის მართვის ახალი პოლიტიკა და ამას სჭირდება განხორციელება. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ ახალი პოლიტიკის განხორციელება, ინვესტიციები სატყეო სექტორის გასავითარებლად და შესაბამისად, 2021-დან 2023 წლამდე საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს.

ეს გულისხმობს იმას, რომ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა, მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით, რაც უამრავ პრობლემასთან, რისკთან (მათ შორის, ჯანმრთელობის რისკთან) არის დაკავშირებული, აღარ იქნება და ჩვენ ადგილზე, თოთოეულ მუნიციპალიტეტში უნდა მივაწოდოთ მერქნული მასალა როგორც კერძო სექტორს, ბიზნესებს შემდგომი გადამუშავების მიზნით, ისე ჩვენს მოსახლეობას.

ასევე ჩნდება პირდაპირი წვდომა ტყის ნარჩენზე, რომელიც არის უნიკალური ბიომასა ალტერნატიული საწვავის გამოყენების კუთხით, მინიმუმ, მაგრამ სხვა მიზნებისთვისაც მას აქვს დიდი გამოყენების საშუალება.

„საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა უკვე დავიწყეთ, მაგრამ 2023 წლისთვის სრულად მოვახდენთ მოსახლეობის მომარაგებას მერქნული რესურსებით, ფაქტობრივად მათ საცხოვრებელ არეალთან ძალიან ახლოს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, გაძლიერდება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.

 

ამ თემაზე:

2023 წლიდან მოქალაქეები ტყეში საშეშე და სამასალე მერქანს ვეღარ მოჭრიან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]