„რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი“, – აცხდებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის ქრობაში რეინჯერებიც მონაწილეობდნენ. როგორც „რეგინფოს“ ვაჟა ჩერქეზიშვილმა უთხრა, ხანძრის კერებამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს.