weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

10:39 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან, სადაც წყლის აღების დროს ვერტმფრენი ჩავარდა და 1.3 ტონა საავიაციო საწვავი ჩაიღვარა, მყისიერად მოხდა ხელოვნური გუბურას ლოკალიზება და მდინარეში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს.

„შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ავზში არსებული წყალი კი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი–8“ ბორჯომის ხეობაში გუშინ ჩამოვარდა ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს. ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]