weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჰაერის დაბინძურების გამო, თბილისში ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება იგეგმება

12:00 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას ქმნის ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების გამონაბოლქვი. როგორც კალაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში მერია წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემაა. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ, მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მხრივ თბილისი ევროპის ქალაქებს შორის მესამე ადგილზეა. ჰაერში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს თითქმის სამჯერ აღემატება. სპეციალისტების განცხადებით, მყარი ნაწილაკები ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში ღრმად აღწევენ და იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინსულტი, გულის დაავადებები, ფილტვების კიბო და პნევმონია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]