weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაშურის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

11:40 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა, მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა მუშაობს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სოფელ ცედანთან დაახლოებით 10 ჰექტარი ფოთლოვანი ტყეა დამწვარი. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ეპიცენტრამდე სახანძრო მანქანები ვერ მიდიოდნენ და მეხანძრეებს წყალი დაახლოებით რვა კილომეტრზე ხელით მოჰქონდათ. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუშინ ჩაერთო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]