weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16:26 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ვერტმფრენი ცეცხლის იმ ერთ კერას ჩააქრობს, რომელთანაც სახანძრო მანქანები რთული რელიეფის გამო ვერ მიდიან.

შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ტყის დამატებით ფართობზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„10 ჰექტრის ფარგლებში ცეცხლის რამდენიმე კერის ლიკვიდაცია მოხდა. დარჩენილია ორი კერა, რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს. ქარია და იმისთვის, რომ ხანძრის ჩაქრობა უფრო ეფექტურად მოხდეს, ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მივიღეთ. ხანძრის ერთ კერაზე მეხანძრეებმა წყლის მიწოდების სისტემა ააწყეს, ხოლო მეორე კერა სრულიად მიუდგომელია და მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს, ტექნიკა წყალს ვერ აწვდის. სწორედ ამ ადგილზე ჩაერთვება ვერტმფრენი“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა „რუსთავი 2“-თან.

სოფელ ცედანის ტყეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და 10 ჰექტარი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მობილიზებულია სატყეო სააგენტოს 80 თანამშრომელი, 220 მეხანძრე მაშველი და 12 სახანძრო ავტოცისტერნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]