weather cur horoscope tv
ოქტომბერი 31, 2020

ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა – ადვოკატი

12:51 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 hits 515

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ცემა] წარუდგინა.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უკვე იმსჯელა და 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის თქმით, გირაოს შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბრალდების მხარემ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი პროცესუალური კანონმდებლობის დარღვევით წარუდგინა.

ბრალის ფორმულირებით, მას ედავებიან ცემას, თუმცა ბატონი ოთარი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ის პროვოცირების მსხვერპლია.

შესაბამისად, ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ლაშა თორდია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არჩევნებს უკავშირებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

ლაშა თორდიამ ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში 2017 წლის მაისში დაადანაშაულა. ინციდენტი ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა. თორდიას ჩვენებით, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე არ იყო ცნობილი.

უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ გამოძიება გადაკვალიფიცირდეს და წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]