weather cur horoscope tv
ოქტომბერი 31, 2020

თორდიასა და ფარცხალაძეს შორის ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა – პროკურორი

17:00 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 hits 770
ფოტოზე პროკურორი ემზარ გაგნიძე ფოტოზე პროკურორი ემზარ გაგნიძე

„ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება ჩატარდა დადგენილ ვადაში და ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდეგ, მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პროკურორის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ბრალი წარუდგინეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მიხეილ ჩოხელს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა] გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება. ემზარ გაგნიძის განცხადებით, საქმის რეალური მიზეზი ყოფითი ინციდენტია.

„ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურა მიმდინარე, პოლიტიკური პროცესებისგან არის დეპოლიტიზირებული.

ჩვენ აღნიშნულ საქმეს ვიძიებთ მხოლოდ სისხლის სამართლის ჩარჩოებში. რაც შეეხება ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, თითქოს, აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, ამ საკითხთან მიმართებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები რომლებიც ჩვენი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში დადებენ დასკვნას“, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარის გირაო განუსაზღვრა. პროკურორის ცნობით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ფარცხალაძეს და ჩოხელს ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ლაშა თორდია და მისი ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გამოძიების გადაკვალიფიცირებას და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარმართვას ითხოვენ. აღნიშნული მუხლი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]