weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საახალწლო ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არაა – ლომჯარია

22:09 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, გაშალონ კარავი და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის წინ, სადაც ის ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, კარვის დადგმაში ხელშეშლის ნებისმიერი მცდელობა გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაა.

 „ჩემი რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფომ მისცეს საშუალება, რომ გამოხატოს პროტესტი იმ ფორმით, რასაც ის თვლის საჭიროდ, თუკი არ არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი.

ამ შემთხვევაში, თუნდაც საახალწლო ღონისძიების გამართვა არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რითიც ჩვენი მოქმედი კანონდებლობით შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

პოლიციამ პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისთვის კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვები მაინც გაშალეს.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. მას შემდეგ, რაც გუშინ, თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით შვილმკვდარ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ დაგეგმეს. აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]