შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასეთია:
- 2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.
- 2017 წელს მოკლული იქნა 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ.
- 2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 - სხვა პირის მიერ.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან: 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა; 1 შემთხვევაში დამ - და; 1 შემთხვევაში ძმამ - და; 1 შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი; 1 შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობიდან - 1 ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ.
შსს-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.
შსს-ს განცხადებით, პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოება იქნება.