weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

01:15 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს მომხდარ მკვლელობას. სასამართლოს ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ ა. ნ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო შანტაჟის გზით ანა ნაცვლიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეო მასალის გამოძალვასა და საჯაროდ გავრცელების მუქარაშიც. ასევე, ამ მასალების შენახვაში, გამოყენებასა და სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით უკანონოდ გავრცელებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]