weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისის ანძა ნარინჯისფერად განათდა

21:49 კვირა, 25 ნოემბერი 2018

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად წელსაც გაანათეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ეს ინიციატივა თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე 25 ნოემბერს აღინიშნება. დღეიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ ამ პერიოდში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანიისადმი მხარდაჭერას მსოფლიოს ქალაქები ღირსშესანიშნაობების ნარინჯისფრად განათებითაც გამოხატავენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]