weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„რუსთავის აზოტს“ 56-მა ყოფილმა თანამშრომელმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

18:17 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56 თანამშრომელმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების ინფორმაციით, სს „რუსთავის აზოტს“ მათი სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან 330-ზე მეტი დასაქმებული გაათავისუფლა, რასაც მუშების პროტესტი მოჰყვა. 56-მა ადამიანმა „რუსთავის აზოტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მათ ინტერესებს პროფკავშირთა გაერთიანება იცავდა.

„სამსახურიდან გათავისუფლებიდან ერთი თვის განმავლობაში მუშები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს სამი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაციები შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენმა თანამშრომლებმა კი სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა“, – აცხადებენ პროფკავშირთა გაერთიანებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ „რუსთავის აზოტს“ გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაო ადგილზე აღდგენა 2018 წლის მარტში დაავალა, თუმცა ეს გადაწყვეტილება აზოტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი დღეს გახდა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]