weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კატო მიქელაძის სახელობის პრემია ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს გადაეცა

10:31 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

საქართველოს ქალთა ფონდის მიერ დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალთა უფლებების აქტივისტს, ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს გადაეცა. ეს განსაკუთრებული ჯილდო უფლებადამცველების წახალისებას და მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ქალთა ფონდის ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილი სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“ საველე ოფიცრად მუშაობს.

კატო მიქელაძის სახელობის პრემიით ასევე დაჯილდოვდა ქალთა უფლებების აქტივისტი, ქართული ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იდა ბახტურიძე.

ქართველი ფემინისტის, აქტივისტის და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემია 2013 წელს დაწესდა. ქალთა ფონდი პრემიას ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალ უფლებადამცველს გადასცემს. წელს ქალთა ფონდმა დაჯილდოების ფორმატი შეცვალა და პრემიისთვის ქალთა უფლებების ახალგაზრდა (35 წლამდე) აქტივისტებიც განიხილა. შესაბამისად, პრემია ორმა აქტივისტმა მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]