weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის კანონი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ დისკრიმინაციულია - ECHR

09:54 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) რუსეთის კანონს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ დისკრიმინაციულად მიიჩნევს. აღნიშნული შეფასება სტრასბურგში დაფუძნებული სასამართლოს 20 ივნისის ვერდიქტში გაკეთდა, რომელიც სამი რუსი გეი აქტივისტის სარჩელს მოყვა.

ნიკოლაი ბაიევის, ალექსეი კისელოვისა და ნიკოლაი ალექსეევის განცხადებით, კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, რომელსაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის ივნისში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვანებში. უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნები კანონს აკრიტიკებენ, რადგან მიიჩნევენ ჰომოსექსუალობაზე საჯარო მსჯელობის ფაქტიურ აკრძალვად მაშინ, როდესაც კრემლი ირწმუნება, რომ ბავშვების ინტერესებს იცავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]