weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

18:19 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შალვა რამიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თათია სამხარაძე სექსუალურად შეავიწროვა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ (შემადგენლობით დიანა ბერეკაშვილი, ქეთევან დუგლაძე და ბესარიონ ტაბაღუა) სექსუალურ შევიწროებაზე პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ, რითიც სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.  

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავდნენ. მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ჯერ არ ჩაბარებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]