weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოჯახში მოძალადეებისთვის სასჯელი გამკაცრდა

15:10 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ დღეიდან ძალაში შევიდა. ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. ასევე, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]