weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის მეტროს თანამშრომლების ხელფასი 10-დან 30%-მდე გაიზრდება

13:04 კვირა, 30 დეკემბერი 2018

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 2019 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, მეტროს მემანქანეებმა შეძლეს გაფიცვის პერიოდში მიღებული ზეპირი შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და ხელფასების უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის დაფიქსირება.

EMC-ის თანახმად, არსებული მოლაპარაკების შედეგად 1500 ლარზე მაღალი სახელფასო ჯგუფის მეტროს თანამშრომლებს (გარდა მაღალი ადმინისტრაციულ-მმართველობითი თანამდებობებისა) ხელფასები გაეზრდებათ 10%-ით, 1500 ლარზე მომუშავე მეტროს რიგით თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 6 000 ადამიანია, 15%-იანი ზრდა დაუფიქსირდება, ხოლო გაფიცვის ძირითად ორგანიზატორებს, მემანქანეებს, რომელთა რიცხვი 240 ადამიანამდეა, ხელფასები 30%-იანი ზღვრის ფარგლებში გაეზრდებათ, რაც ღამის საათების ანაზღაურების ზრდის ხარჯზე განხორციელდება.

„მშრომელთა გაფიცვების უახლეს ისტორიაში არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მშრომელთა წინააღმდეგობას მსგავსი მაღალი შედეგისთვის მიეღწიოს და 10%-დან 30%-მდე ზღვარში ხელფასის ზრდა მოეპოვებინოს.

EMC ულოცავს მემანქანეებს და ყველა მშრომელს ამ წარმატებას, რომელიც ისტორიის და განვითარების კურსის ტრანსფორმირების, მშრომელებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის მოთხოვნის და კოლექტიური მოქმედებების გაძლიერების რეალურ მაგალითს იძლევა“, – აცხადებს EMC.

თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირები „ერთობა 2013“ მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. ივნისში მემანქანეებმა შიმშილობა დაიწყეს და გაიფიცნენ, რის გამოც მეტროპოლიტენი ორი დღე გაჩერებული იყო. გაფიცვის შემდეგ „ერთობა 2013“-ს, თბილისის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]