weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ქმრებს გირაო შეუფარდა

13:36 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ, 60 და 33 წლის მამაკაცებს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ცოლები ცემეს, თუმცა დაზარალებულებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ ქმრების მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ორივე შემთხვევა 28 დეკემბერს მოხდა. ერთი კასპის რაიონში, მეორეგორის მუნიციპალიტეტში.

პროკურორის მტკიცებით, კასპის ერთ-ერთ სოფელში 60-წლის მამაკაცმა მეუღლეს კეფაში 5-ჯერ დაარტყა. ცოლმა სასამართლო პროცესზე უარყო გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, სადაც ძალადობის ფაქტს დეტალურად აღწერს. მისი თქმით, ჩვენება პოლიციელების კარნახით დაწერა. მოსამართლემ ბრალდებულს 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ცოლ-ქმარს 6 შვილი ჰყავს.

რაც შეეხება გორის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს, 33-წლის მამაკაცმა აღიარა, რომ ნასვამი იყო, როცა მეუღლეს გაარტყა. მისი თქმით, მეუღლესთან კონფლიქტი იმიტომ მოუვიდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ტიროდნენ და მათთვის ყურადღების მიქცევა მოსთხოვა.

პროკურორი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. „არ შეიძლება გაბზარულ კედელს ურო ვურტყათ. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახი შენარჩუნდეს. ჩვენ თუ მას პატიმრობას მივუსჯით, ამით რა გამოვა? პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. როცა ციხიდან გამოვა, მაშინ არ იარსებებს დანაშაულის განმეორების საფრთხე?“ - ციტირებს ბრალდებულის ადვოკატის კომენტარს qartli.ge.

33 წლის მამაკაცს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]