weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მერიას 8 თანამშრომლის აღდგენა დაავალა

17:59 პარასკევი, 11 იანვარი 2019

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2016 წელს, ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული ცხრა საჯარო მოხელე სამსახურში უნდა აღადგინონ.მერიამ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს იძულებით განაცდურიც უნდა აუნაზღაუროს. წინასწარი ინფორმაციით, თანხა 100 ათას ლარს აღწევს.

ლაივპრესის ცნობით, საქმე ეხება ალიოშა ალანიას, ვახტანგ კუტალიას, მიხეილ ქვარაიას, ფრიდონ ბულიას, ემზარ გულორდავას, გოჩა შენგელიას, თენგიზ ჯიჭონაიას და კახა კვარაცხელიას.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბრის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე, გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის თქმით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში თავის დროზე ბრალდებაუარყვეს და განმარტეს, რომ ისინი კონკურსზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 2016 წლის 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა, რის შედეგადაც 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 11-მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

რამდენიმე დღის წინ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროსს, მაია ღურწკაიას ზუგდიდის მერიამ 36 ათას ლარამდე განაცდური აუნაზღაურა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]