weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დავით კირკიტაძე ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

14:52 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გააუქმა.

პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და პატიმრობის შეფარდება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, დავით კირკიტაძე გუბერნიის ბალანსზე არსებულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კანონდარღვევით, მისი ძმის სასარგებლოდ იყენებდა.

„დავით კირკიტაძის ზეპირსიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, გუბერნიის ბალანსზე რიცხულმა ძვირადღირებულმა ტექნიკამ, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, იმუშავა მისი ძმის კუთვნილ კომპანიაში. საქმეში არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება და ჩვენება“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქელაძემ წინა სასამართლო პროცესზე.

დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

ამ დროისთვის დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული სოფელ ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების საქმეზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]