weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქემ პარლამენტის თავმჯდომარეს Facebook-ზე დაბლოკვის გამო უჩივლა

15:32 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ დამფუძნებელმა მარიამ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა. დოლიძეს მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო დაბლოკეს, რის გამოც მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

სასამართლოში მარიამ დოლიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავს. GDI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

„აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები.

ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩელის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ Facebook გვერდზე მარიამ დოლიძის „დაბლოკვის“ მიზეზი.

მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ,

GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე,

სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]