weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა არ ვფიქრობ, რომ ქალების უფლებების დაცვაა – ლომჯარია

15:36 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

„მთელ რიგ შემთხვევაში, მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ტანსაცმლის ტარება, სახის დაფარვა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება იყოს იძულებითი და მთელ რიგ შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ დისკრიმინაციულიც შეიძლება იყოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რა კონტექსტშიც ამ ქალებს უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარიას თქმით, ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის, რის დასადასტურებლადაც საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებული მსგავსი აკრძალვა და გარემოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება მოიყვანა.

„საფრანგეთმა აკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯაროდ ამ აქსესუარების, ტანისამოსის ტარება მუსლიმი ქალებისთვის, თუმცა შემდეგ უკვე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ ეს აკრძალვა დისკრიმინაციულია. ეს არის ბოლო გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ადგენს სტანდარტს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ კომიტეტმა განაცხადა, რომ

ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი წნეხი ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან, რომ ატარონ ეს ტანისამოსი და აკრძალვა გამოიწვევს არა მათი უფლებების დაცვას, არამედ მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას;

გამოიწვევს იმას, რომ ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ საჯაროდ თავისუფლად იარონ, როგორც ჩვენ. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, მაგალითად როცა სახელმწიფო მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი, ან ფოტოს გადაღება, საზღვრის კონტროლის გავლა, შესაძლოა, შეიზღუდოს ეს ყველაფერი, თუმცა საჯარო ადგილებში აკრძალვა, რომ ატარონ ეს ტანისამოსი, ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად ამ ქალების უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ამიტომ, სწორედ აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი აპრიორი ყველაზე ამ ვალდებულების გავრცელებას არ ემხრობა და მიგვაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კვიციანის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოში, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულზე 500 ლარის ოდენობით ჯარიმა უნდა დაწესდეს.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]