weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა კვლავ ჭიანურდება

16:39 პარასკევი, 18 იანვარი 2019
ფოტო: JAM news ფოტო: JAM news

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, საქმის განხილვის გაჭიანურება სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას ართულებს.

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის ჯგუფს, უარი უთხრა მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს. ეროვნული სასამართლოების წინაშე მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა 2018 წლის 20 თებერვალს. ამ სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, დავის საგანზე მოსარჩელე მხარესთან მოლაპარაკებების წარმოების მოტივით, სხდომის გადადება მოითხოვა. ორივე მხარის თანხმობით სასამართლო სხდომა სწორედ მითითებული საფუძვლით გადაიდო და სასამართლოს მიერ მხარეებს ერთთვიანი ვადა მიეცათ. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამ საკითხზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, დღემდე სხდომა ჩანიშნული არ არის.

ადვოკატების განცხადებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე, დავის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა.

„სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს. მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის დროული და სამართლიანი განხილვა და საქმის განხილვის პროცესის დროული განახლება“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]