weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის შვილის მეგობარი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

13:23 სამშაბათი, 27 ივნისი 2017
მიხეილ თათარიშვილი მიხეილ თათარიშვილი

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი, რომელიც ნარკოდნაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე 300 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი პროცესზე ვასილ სამხარაძის გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლემ, პროკურორის ქმედება სასამართლოს უპატივცემულობად შეაფასა.

მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარტში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი მეგობარი პრეზიდენტის ოჯახის მიმართ რეპრესიების მსხვერპლია და 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს. ანა მარგველშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მისი მეუღლე და თათარიშვილი აჩვენებენ, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილის თქმით, ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრე გადაიღეს და თათარიშვილი ფლობა ინფორმაციას, რომ დააკავებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]