weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანა დოლიძე - აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის

17:50 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიულობისთვის, მისი ფასეულობებისთვის იმიტომ, რომ ეს არის სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა“, - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გიორგი მარგველაშვილისა და ლეილა მუსტაფაევას შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი  დროულად გაეცეს.

„ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს დღეს შეხვდნენ. პრეზიდენტი მათ დაპირდა, რომ აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა, თბილიში, 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ის ბაქოში იყო დაკავებული.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

საქართველოში მუხთარლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]