weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

12:50 კვირა, 10 თებერვალი 2019

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელთა საფუძველზეც პირისთვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები განისაზღვრება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსარჩელეები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი, ამასთანავე, თუკი ბავშვის დაბადების აქტში შეტანილი არ არის ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

მოსარჩელეები ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე განმარტავენ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს.

„არც შვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადების ფაქტი და არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა არ არის დაკავშირებული აწმყოში მშობლის მარტოხელად ყოფნის ფაქტსა და მისგან მომდინარე საჭიროებებთან.

პირისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს იმ გარემოების შეფასება, რეალურად და ფაქტობრივად რამდენად დამოუკიდებლად ზრდის პირი საკუთარ არასრულწლოვან შვილს.

სადავო რეგულირების მოქმედების შედეგად კი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ შესაბამისი სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა სახის პრივილეგიებით“, – აცხადებენ მოსარჩელეები.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამავე დროს, გაუმართლებლად ზღუდავს ოჯახის კეთილდღეობისა და დედათა და ბავშვთა კონსტიტუციურ უფლებებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმწესრიგებელი სხდომა 11 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]