weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი მიიღო

01:29 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით დაამტკიცა ორგანული კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უქმდება მოქმედი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ის ორგანული კანონის სტატუსს იძენს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით, შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრა. მოქმედი კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება.

კიდევ ერთი სიახლე შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვებაა. ორგანული კანონით,

შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება, კერძოდ, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარვევისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები - გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან.

ახალი კანონით, ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება. სანქცირების ახალი საფუძველია სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

ახალი კანონი 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]