„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით, შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრა. მოქმედი კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება.
კიდევ ერთი სიახლე შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვებაა. ორგანული კანონით,
შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება, კერძოდ, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.
შრომის უსაფრთხოების ნორმების დარვევისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები - გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან.
ახალი კანონით, ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება. სანქცირების ახალი საფუძველია სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
ახალი კანონი 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.