weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორში წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ

14:07 პარასკევი, 15 მარტი 2019
პროფკავშირების გაერთიანების ფოტო პროფკავშირების გაერთიანების ფოტო

გორის წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას, კომპანიის დირექტორის, მერაბ დათვიაშვილის გადადგომის და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. გაფიცულებმა დღეს აქცია გამართეს, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ პირველ რიგში ჩვენზე ზეწოლა არ უნდა იყოს და შრომის უფლებები დაცული უნდა იქნეს. გუშინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გაფიცვაში ვმონაწილეობ და პრფკავშირებთან ერთად ვდგავარ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა თვარელიძემ.

წისქვილკომბინატის თანამშრომლებმა გაფიცვა გუშინ, 14 მარტს გამოაცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობამ გაფიცვის მონაწილეები სამსახურიდან გაათავისუფლა, მათ მოთხოვნებს კომპანიის დირექტორის გადადგომა და თანამშრომლების სამსახურში აღდგენაც დაემატა. საქართველოს აგრარული მეურნეობის პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცვის დაწყების შემდეგ „კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 თანამშრომელი, ხოლო 13-ს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

პროფკავშირების ინფორმაციით, წისქვილკომბინატის თანამშრომლებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ, რადგან მედიაციისთვის კანონით განსაზრვრულმა 21 დღიანმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც პროფკავშირებში განმარტავენ, „კარმენის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზრაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

„დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არააადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით“, – აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]