weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო

17:24 შაბათი, 23 მარტი 2019

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, რომელიც დაზარალებულისთვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება.

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე.

„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის „თ“ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს ზვიად გამსახურდიას საქმეს, რომელიც 2015 წელს განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.

საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 28 მარტს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]