weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ტრეფიკინგისთვის ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

16:08 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017
სასამართლომ ტრეფიკინგისთვის ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ფოტო © "ბათუმელები"

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, გასამართლებული პირი მიმალვაშია.

„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა რ. ა.-მ საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა დასაქმების პირობით უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა გადაბირება, განახორციელა მათი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მასზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული  დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]