weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

16:04 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, რითაც ჟურნალისტ ეკატერინე მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა.

ეკა მიშველაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა „პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელმა შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]