weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პრეზიდენტმა თეა სირაძე შეიწყალა

21:06 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში მსჯავრდებული, 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა. 37 წლის თეა სირაძეს თავდაპირველად 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რომელიც საბოლოოდ 13 წლამდე შეუმცირდა.

თეა სირაძე ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფდა. ის 2010 წელს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.

„5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი დამრჩა. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი მამაკაცი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე“, – აღნიშნავდა თეა სირაძე ჟურნალ „გზისთვის“ მიცემლ ინტერვიუში.

შეწყალების შემდეგ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 170 პირი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 120 პირმა, მათ შორის 8 ქალმა დღესვე დატოვა საპატიმრო დაწესებულება, დანარჩენ 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალი, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდათ შეფარდებული სასაჯელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]