weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი გაამართლა

15:01 პარასკევი, 07 ივლისი 2017
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი გაამართლა ფოტო © RFE/RL

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარია, უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

საქმის მასალების თანახმად, მიხეილ თათარიშვილმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“- 0, 144 გრამის ოდენობით, რომელიც 2017 წლის 15 მარტს, სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.

„პოლიციამ უნდა გაიგოს, რომ ასე არ შეიძლება ადამიანს დააბრალო დანაშაული, რომელიც რვიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გადაცდომას რომ იძახიან, ეს შეიძლება მაგათთვის იყოს გადაცდომა, მაგრამ ჩაჯდნენ [ციხეში] ორი დღე და ნახონ, როგორია“

 - ასე შეხვდა გამამართლებელ განაჩენს მიხეილ თათარიშვილი.

მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი მეგობარი პრეზიდენტის ოჯახის მიმართ რეპრესიების მსხვერპლია და 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს. ანა მარგველშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი მეუღლე და თათარიშვილი აჩვენებენ, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილის თქმით, ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრე გადაიღეს, რადგან თათარიშვილმა წინასწარ იცოდა, რომ დააკავებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]