weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს

16:53 პარასკევი, 07 ივლისი 2017
მესტაფა ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი და შვილები მესტაფა ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი და შვილები ფოტო © "ნეტგაზეთი"

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს, თურქეთს მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა ერთი თვის წინ დაიწყო და გადაწყვეტილება დღეს მიიღო. საკითხის განხილვის გამო დროებით შეჩერებული იყო თურქეთში ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურა.

მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც 2002 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში დააკავეს. თურქეთი ჩაბუქს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე მუსტაფა ჩაბუქმა ქართულ მხარეს სთხოვა თურქეთს არ გადასცენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მუსტაფა ჩაბუქს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა. საიას განცხადებით, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება, რადგან თურქეთში მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავებას 26 მაისს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ ჩაბუქს აწამებენ ან მის მიმართ მოხდება ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]