weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა – თანასწორობის მოძრაობა

18:53 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა.

თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ სახლი ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ბიჭის სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს, უძრავი ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ჯერ ისევ ბაბუის, მოგვიანებით კი მამიდის სახელზე გადააფორმეს.

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა ბიჭზე სისტემატურად ძალადობდა – კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ის სასამართლომ დამნაშავედაც ცნო.

„კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს“, – აცხადებენ თანასწორობის მოძრაობაში.

მათივე ცნობით, მოტყუებით წართმეული ქონების არასრულწლოვნის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]