weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა

13:24 პარასკევი, 24 მაისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოქალაქე ო. ც.-ს სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, რომელმაც დმინისტრაციული სარჩელი მოამზადა და სასამართლოში ო.ც.-ს ინტერესებს იცავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს ო.ც. პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ, ო. ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. 2017 წელს კი უზენაესმა სასამართლომ ო. ც. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

„2019 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ც.-ს სასარგებლოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სოლიდური თანხის – 18 000 ლარის გადახდა დააკისრა“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]