weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გიორგი ჭელიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

21:34 პარასკევი, 24 მაისი 2019

ფაშისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს, რომელსაც ბრალად საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებოდა, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალიქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრისსამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7.62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის, კარაბინისთვის, ხელის ტყვიამფრქვევებისთვის და სხვა. აღნიშნულვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა“, – აცხადებს სასამართლო.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას გიორგი ჭელიძემ თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნო.

„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებაბით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა დაწესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებულისაფრთხის შემცველი ქმედებაა. სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულგ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჭელიძე 2018 წლის 31 აგვისტოს დააკავა. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში მოძრაობის წევრები.

„ფაშისტური კვირადღე. ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას. „შავპერანგიანები“ ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“, – აღნიშნული იყო ვიდეოს აღწერილობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი ჭელიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჭელიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ დრომდე ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]