weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

12:57 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და 9.9 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

რაც შეეხება ამ საქმეზე მსჯავრდებულ მეორე არასრულწლოვანს – გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. მასაც 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ორი მოზარდის მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების ბრალი გადააკვალიფიცირა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ. მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და 10 წელი და ექვსი თვე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მეორე არასრულწლოვანი გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მოსამართლემ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გაამტყუნა და ცხრა წელი და ცხრა თვე პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ გაასაჩივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]