weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგოს საქმის განხილვა ისევ გადაიდო - პროკურორმა ფეხი მოიტეხა

17:00 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

სიღნაღის სასამართლოში ისევ გადაიდო საგარეჯოს რაიონში მცხოვრებიძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგოს საქმის განხილვა. როგორც „რეგინფოს“ დაზარალებულის ადვოკატმა, ლია ხუროშვილმა უთხრა, პროცესზე საქმის პროკურორი გიორგი ნადირაძე არ გამოცხადდა, იმ განმარტებით, რომ ფეხი მოიტეხა და ბიულეტენზე იმყოფება. მხარეებისთვის ამის შესახებ წინასწარ არ უცნობებიათ.

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა მხოლოდ ბრალდებულ ქ. -ის ადვოკატის შუამდგომლობა განიხილა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა 5 ათასი ლარის ოდენობით.

29 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირი ედება, თითქმის სამი წლის განმავლობაში ოფიციალურად ძებნილი იყო. ბრალდებულმა ძებნად ყოფნის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი გოგო, რომელიც ცოლად შერთვის მიზნით 2015 წლის დეკემბერში მოიტაცა და გააუპატიურა, 2019 წლის აპრილში მეორედ მოიტაცა და ცოლობა აიძულა.

პოლიციამ მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ამ საქმეზე ვრცელი მასალა სააგენტორეგინფომგამოაქვეყნა.

მოსამართლემ პროკურატურასდაავალა, მომდევნოსასამართლოსხდომაზე, რომელიც 3 ივლისსჩაინიშნა, მოწმეთა დასწრება უზრუნველყოს.

ადამიანისუფლებათაცენტრი, რომლის ადვოკატიც დაზარალებული გოგოს ინტერესებს იცავს, ითხოვს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლიდან 137 მუხლზე გადაკვალიფიცირდეს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]