weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მცირე ოდენობით დეზომორფინის შენახვისათვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

14:23 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლაშა ბახუტაშვილი კონსტიტუციური სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის 0,00009 გრამის ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

მოსარჩელის აზრით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის აშკარად არაპროპორციული სასჯელია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად. ამიტომ, ასეთი მცირე ოდენობით მისი დამზადება, შეძენა ან შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი. შესაბამისად, ამგვარი ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (ანუ ადამიანის ღირსების შემლახავი სასჯელის დაუშვებლობის პრინციპს) და სრულად დააკმაყოფილა მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელი.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]