weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაკავებული 305 დემონსტრანტიდან პატიმრობა 121 პირს შეეფარდა - შსს

19:47 შაბათი, 22 ივნისი 2019
იანა კორბეზაშვილის ფოტო იანა კორბეზაშვილის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან  ადმინისტრაციული პატიმრობა 121 პირს შეეფარდა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა ჯარიმით ან სიტყვიერი შენიშვნით. ზოგიერთის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით.

ამასთან, შსს-ს განცხადებით, 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ.

21 ივნისს, თბილისში, აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. დაზარალებულების თქმით, სამართალდამცავები მათ დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიის 34 წარმომადგენლის დაშავების შესახებ განაცხადა. ქარტიის ორგანიზებით, 21 ივნისს, თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა მოითხოვეს იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]