weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

150 გრამამდე ოდენობით კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდა

14:37 პარასკევი, 14 ივლისი 2017

2017 წლის 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკის და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი , 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები და დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო ამ ქმედების გამო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ  265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს, ამიტომ, ამ ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში სხვა უფრო მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების შედარების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის ზომა - 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა აშკარად არაპროპორციულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (ე.ი. ადამიანის ღირსების შემლახავი სასჯელის დაუშვებლობის პრინციპს) და სრულად დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]