weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახლის ფასადზე საპროტესტო ბანერის განთავსების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნეს

09:14 პარასკევი, 05 ივლისი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150- მუხლის პირველი პუნქტი, რაც კრძალავდა შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ ოზურგეთის ორგანიზაციის სამი აქტივისტის ინტერესებს წარმოადგენდა. საია-ს ინფორმაციით, აქტივისტებმა 2015 წლის 15 სექტემბერს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობის გასაპროტესტებლად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შენობიდან გამოფინეს ბანერი წარწერით - მატყუარა მთავრობა“. მაშინ ბანერი დაუყოვნებლივ ჩამოხსნეს, აქტივისტები კი დააკავეს. 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე აქტივისტი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (ბანერის განთავსება ისეთ ადგილას, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) დ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მესაკუთრეს ართმევს უფლებას, საკუთარი სახლის ფასადზე განათავსოს ბანერი დროებით, მერიის თანხმობის გარეშე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმ პირის დასჯა საპროტესტო ბანერის შენობაზე დროებითი განთავსებისთვის, რომელიც ამას შენობის მესაკუთრის თანხმობით აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა. გაუქმდება ნორმა, რომელიც მესაკუთრეს სახლის ფასადზე საპროტესტო ბანერის განთავსებას უკრძალავდა“, – აცხადებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]